13,7%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის იანვარ-მარტში
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, კვარტლების მიხედვით გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები აღემატება გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს (ოქტომბერი-დეკემბერი). სტატისტიკური მონაცემები: 2023 წლის I კვარტალში - 496,6 მლნ. აშშ დოლარი; 2022 წლის IV კვარტალში - 324 მლნ. აშშ დოლარი; 2022 წლის I კვარტალში - 575,5 მლნ. აშშ დოლარი.