Добавить новость
smi24.net
World News
Январь
2018

ოთხამდე გაიზარდა პრაღის სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

0
პრაღის პოლიციის ცნობით, ოთხამდე გაიზრდა სასტუმრო „Eurostars David“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი ერთ-ერთ სართულზე არსებული კონდიციონერის აალება. ცეცხლის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა შენობიდან 34 სტუმრის, ძირითადად უცხოელი ტურისტების, ევაკუაცია მოახდინეს. დაღუპულთაგან ორი გერმანელი ტურისტია, ერთი - სამხრეთკორეელი. ჯერჯერობით არ არსებობს დაზუსტებული ცნობა მეოთხე დაღუპულის შესახებ. ოთხვარსკვლავიან სასტუმროში, ძირითადად, გაჩერებული იყვნენ ტურისტები გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან და ნიდერლანდიდან. ხანძრის ჩაქრობისას დამწვრობა მიიღო ორმა მეხანძრემ.














Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *