ვანო მერაბიშვილი: დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. მერაბიშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს „მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება" არ შეუძლია. „მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის. Читать дальше...