Добавить новость
smi24.net
World News
Июль
2018

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დააკისრა ჯარიმა „პუსი რაიოტის“ საქმეზე

0
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 72 ათასი ევროს გადახდა ფემინისტურ პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრების სისხლის სამართლებრივი დევნისათვის, მაცხოვარის ტაძარში ჩატარებული აქციის გამო. ამის თაობაზე სტრასბურგში მდებარე სასმართლოს საიტზე სამშაბათს გამოქვეყნებულ ცნობაშია საუბარი. სასამართლოს დადგენილებით მარია ალიოხინას, ნადეჟდა ტოლოკონიკოვასა და ეკატერინა სამუცევიჩის მიმართ რუსეთში დაირღვა სამართლიანი სასამართლოსა და თავისუფალი გამოხატვის უფლებები. 2012 წლის აგვისტოში, მოსკოვის ხამოვნიკის სასამართლომ მარია ალიოხინას,ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას და ეკატერინა სამუცევიჩს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ხულიგნობისათვის. მოსკოვში მდებარე მაცხოვრის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მათ აღავლინეს ე. წ. „პანკლოცვა“-„ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი. პუსი რაიოტის წევრებმა თავიანთი აქციით შემდგომშიც არაერთხელ გააპროტესტეს რუსეთში გამეფებული პოლიტიკური ვითარება.














Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *