Добавить новость
smi24.net
World News
Декабрь
2018

ექვსი ირანელი მიგრანტი ნავით ჩავიდა საფრანგეთიდან ინგლისში

0
ექვსმა ირანელმა მიგრანტმა მყარკორპუსიანი გასაბერი ნავით გადაკვეთა ლა-მანშის სრუტე. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიგრანტების ნავი 30 დეკემბერს ჩავიდა კინგსტონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის სანაპიროზე. სამედიცინო დახმარების შემდეგ, ექვსი ირანელი კაცი საიმიგრაციო უწყებას გადასცეს.


გასული თვიდან მოყოლებული, 220-ზე მეტმა ადამიანმა სცადა ლა-მანშის სრუტის გავლით ინგლისში ჩაღწევა. ასეთი მცდელობების მატება იწვევს შეშფოთებას, რომ სახიფათო წყლებში, სადაც ინტენსიური საზღვაო მიმოსვლაა, ტრაგედია მოხდება.


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი ტვიტერში წერს, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი კოორდინირებულად მუშაობენ ლა-მანშის გავლით მიგრანტების გადაადგილების წინააღმდეგ.


ბევრი ნავი გადის საფრანგეთის საპორტო ქალაქ კალეს მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც დიდი ხანია, თავს იყრიან აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მიგრანტები. 














Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *