უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სტამბოლში რუსეთის დელეგაციასთან მორიგი შეხვედრა ოთხშაბათს, 23 ივლისს იგეგმება. ამის შესახებ ზელენსკიმ 21 ივლისს, ღამით განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა უმეროვისგან მიიღო ინფორმაცია რუსულ მხარესთან მორიგი შეხვედრის თარიღის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, მეტი დეტალი 22 ივლისს გაირკვევა.
21 ივლისს თურქული პრესა წერდა, რომ სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 23-24 ივლისსაა დანიშნული. Читать дальше...