რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, მედიასა და ტელეგრამის არხებზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საახალწლო მილოცვა - რომელიც ტელევიზიითაც გადაიცა რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე რეგიონების, ჩუკოტკისა და კამჩატკის მოსახლეობისთვის, სადაც უკვე დადგა 2026 წელი.
სააგენტო "ტასმა" გამოაქვეყნა პუტინის გამოსვლის სრული ტექსტი, რომლის დიდი ნაწილიც ეძღვნება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მონაწილეებს - ანუ უკრაინაში ომის მონაწილეებს. პუტინი მათ უწოდებს გმირებს, რომლებიც იბრძვიან "სიმართლისა და სამართლისთვის". Читать дальше...