„გლოვოს" კურიერი მატარებლის დაჯახების შემდეგ დაიღუპა
კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „შემოყვანისას პაციენტს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ნიშნები" და ის მალე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
