Добавить новость
smi24.net
World News
Август
2022

მყიდველმა ლიბანში უარი თქვა ხომალდ "რაზონით" წაღებული უკრაინული მარცვლეულის შეძენაზე

0
ლიბანში მყიდველმა უარი თქვა უკრაინულ მარცვლეულზე, რომელიც უკრაინიდან "რაზონის" სატვირთო გემმა ოდესის პორტიდან მიაქვს. ამის შესახებ განაცხადა ლიბანში უკრაინის საელჩომ, რომლის ინფორმაციით, მყიდველმა თქვა, რომ იგი უარს ამბობს ტვირთზე, მისი მიწოდების ხუთთვიანი შეფერხების მოტივით. მიმწოდებელი სხვა მყიდველს ეძებს.


სატვირთო გემი "რაზონი", რომელმაც ოდესა 1 აგვისტოს დატოვა, პირველი ხომალდი გახდა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი განაახლა. ხომალდი სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მიცურავს და სამშაბათს ტრიპოლის პორტში უნდა ჩავიდეს. ახლა "რაზონი", რომელზეც 26 ათასი ტონა სიმინდია დატვირთული, თურქეთის სანაპიროსთან იმყოფება.














Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *