Добавить новость
smi24.net
World News
Июнь
2025

მთავრობა ეროვნული გამოცდების ალტერნატივაზე ფიქრობს

0

სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად არსებული წესი შესაძლოა შეიცვალოს და ეროვნული გამოცდების ნაცვლად "შემუშავდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას" - ეს ინიციატივა გვხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაში, რომელიც 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე მთავრობის პროგრამის შესრულებას შეეხება. ამ დოკუმენტის მიხედვით, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირის გასაძლიერებლად ახალი მოდელი მსოფლიო ბანკის მიმდინარე ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში მუშავდება.

" უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს" - ნათქვამია დოკუმენტში.

პრემიერის ანგარიში პარლამენტს ჯერ არ განუხილავს - ოცნება ირაკლი კობახიძს 27 ივნისს მოუსმენს.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *