Добавить новость
smi24.net
World News
Июнь
2025

ოკუპირებულ აფხაზეთში "უშიშროების საბჭოს" ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს

0

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა "უშიშროების საბჭოს" ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას.
მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნბას გარდა, საბჭოს შემადგენლობაში შედიან
ბესლან ბიგვავა, "ვიცე-პრეზიდენტი";ადგურ აგრბა, "გენერალური პროკურორი";ვლადიმირ ანუა, "თავდაცვის მინისტრი";ლაშა აშუბა, "პარლამენტის თავმჯდომარე";ოლეგ ბარციცი, "საგარეო საქმეთა მინისტრი";დმიტრი დბარი, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე";ვლადიმირ დელბა, "პრემიერ-მინისტრი";რობერტ კიუტი, "ვიცე-პრემიერი, "შინაგან საქმეთა მინისტრი";რაულ ლოლუა, "უშიშროების საბჭოს მდივანი";ვლადიმირ სავჩენკო, "შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი";ბესლან ეშბა, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი".

ბრძანებულებას ხელი 16 ივნისს მოეწერა, „პირის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებების მოსამზადებლად“.
გუნბამ "პრეზიდენტის" პოსტი მიმდინარე წლის 2 აპრილს დაიკავა. 1 მარტს ჩატარებული "არჩევნების" მეორე ტურის შემდეგ მან ხმების 54,73% (54 954 ადამიანი) მიიღო.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *