Добавить новость
smi24.net
World News
Июль
2025

გერმანიის კონტრდაზვერვა აღრიცხავს რუსეთის მხრიდან ჯაშუშური საქმიანობის გახშირებას

0

გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურმა ქვეყნის შიგნით აღრიცხა მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთის სპეცსამსახურების მცდელობებისა ჯაშუშური და ძირგამომთხრელი მოქმედებების მიზნით. ეს ინფორმაცია სააგენტო dpa-ს ინტერვიუში მიაწოდა დაზვერვის ხელმძღვანელმა, მარტინა როზენბერგმა.

"მიდგომა გახდა უფრო მასშტაბური და აგრესიული" - ამბობს როზენბერგი და დასძენს - "ისინი მუშაობენ მეთოდებით, რომლებსაც ცივი ომის პერიოდიდან ვიცნობთ და აფართოებენ თავიანთ ინსტრუმენტებს" (ციტატა მოტანილია DW-ის თარგმანის მიხედვით).

"არავისთვისაა საიდუმლო, რომ გერმანია წარმოადგენს ლოგისტიკურ ცენტრს ნატოს ძალების გადასხდომისთვის და ის უცხოეთის სპეცსამსახურების თვალსაწიერში ხვდება" - ამბობს როზენბერგი.

ერთი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა გამოვლენილი მცდელობების რიცხვი - წერს dpa. რუსეთის აგენტები განაგრძობენ გერმანიაში შესვლას მესამე ქვეყნების გავლით.

როზენბერგის თქმით, კიდევ სხვა სახის საფრთხეს წარმოადგენს გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მხრიდან დასვენების მიზნით განხორციელებული ვიზიტები რუსეთში და მის მოკავშირე ქვეყნებში - სადაც ისინი შესაძლოა გადაიბირონ, ან თანამშრომლობა აიძულონ.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *