Добавить новость
smi24.net
World News
Август
2025

გიორგი ახობაძის განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს

0

პროევროპულ აქციაზე დაკავებული, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის საქმეზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს გამოაცხადებს.

ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი მას დღეს, 5 აგვისტოს, სასამართლოდან შეატყობინეს.

ექიმი გიორგი ახობაძე გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როცა ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სახელმწიფო უწყებები აცხადებდნენ, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა. წაყენებული ბრალით, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მის საქმეში არ არსებობს ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება (ვიდეოჩანაწერი და ა.შ.), რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.

გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.

მისი განაჩენის გამოცხადებას ადვოკატები ჯერ კიდევ 22 ივლისისთვის ელოდნენ.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *