Добавить новость
smi24.net
World News
Август
2025

რუსეთი და უკრაინა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ღამეს დრონებით ესხმოდნენ თავს ერთმანეთს

0

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ღამეს, უკრაინაზე 85 რუსული დრონითა და „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალები.

არსებული ცნობით, 61 დრონი განადგურდა. არმიის ინფორმაციით, თავდასხმა სუმის, დონეცკის, ჩერნიგოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ფრონტის ხაზზე განხორციელდა.

„12 ადგილას დაფიქსირდა რაკეტით, ხოლო 24 წერტილში დრონებით დარტყმა”, - ნათქვამია ანგარიშში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ექვს რეგიონსა და აზოვის ზღვის არეალში 29 უკრაინული დრონი გადაიტაცეს. დრონების უმეტესობა როსტოვის ოლქში (10), სტავროპოლის მხარეში (9) და კურსკის ოლქში ჩამოაგდეს.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *