Добавить новость
smi24.net
World News
Сентябрь
2025

კანონის დარღვევით აქვს თუ არა კალაძეს შტაბში ბანერები გაკრული მერია ამ კითხვას არ პასუხობს

0

ირაკლი აბესაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ფეისბუკზე ეხმაურება შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ბანერების დაზიანების ფაქტზე. ეს გამოძიება შსს-მ 9 დეკემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა ხელისუფლების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება ბანერებზე წარწერების დატოვებით და კალაძის გამოსახულებაზე იოგურტის შესხმით გამოხატეს საპროტესტო აქციაზე.

აბესაძე წერს, რომ კალაძეს ბანერები ამ შენობაზე კანონის დარღვევით აქვს განთავსებული და ამ ამბით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია უნდა იყოს დაინტერესებული, რომელსაც შეუძლია ამგვარ სამართალდარღვევაზე ჯარიმის გამოწერა და უკანონოდ განთავსებული ბანერების დემონტაჟი.

"მსგავსი ბანერის (კონსტრუქციის) განთავსება შენობა-ნაგებობაზე I კლასის მშენებლობას წარმოადგენს და შესაბამისი პროცედურით უნდა შეთანხმდეს კალაძის უწყებისვე არქიტექტურის სამსახურთან.

,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 131-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტით მსგავსი ბანერის უნებართვოდ განთავსება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჯარიმდება 16,000 ლარით და ბანერის, როგორც უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის, დემონტაჟით" - განმარტავს აბესაძე.

აქვს თუ არა კალაძეს სასტუმრო საქართველოს პირველი სართულოს ფასადზე თავისი და ქართული ოცნების სააარჩევნო გამოსახულებების დატანის ნებართვა არქიტექტურის სამსახურისგან- ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურში არ უპასუხეს. მერიისგან ვერ გავიგეთ ვერც ის, დაინტერესებულია თუ არა მუნიციპალური ინსპექცია ამ საკითხის შესწავლით.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *