Добавить новость
smi24.net
World News
Сентябрь
2025

ანუკი ჩრდილელი სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა

0

ანუკი ჩრდილელი, რომელიც პოლიციამ 3 სექტემბერს რუსთაველის თეატრთან საპროტესტო აქციაზე დააკავა იმ დროს, როცა ტროტუარზე იდგა და სხვა მოქალაქეების დაკავებას იღებდა ტელეფონით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 4 000 ლარით დააჯარიმა.

ის ერთ-ერთია პოლიციის მიერ 3 სექტემბერს დაკავებულ 24 დემონსტრანტს შორის - მოქალაქეები სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შინაარსს აპროტესტებდნენ ჯერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შემდეგ კი რუსთაველზე, როცა სამართალდამცველებმა მათი დაკავება დაიწყეს.

ანუკი ჩრდილელი "ქართული ოცნების" სახელით საქართველოს პარლამენტის ორგზის დეპუტატის და ახლა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილია. დაკავების შემდეგ ის ხელისუფლების მომხრეებისგან მადისკრედიტებელი კამპანიის სამიზნე გახდა - მისი მარგინალიზაციის მიზნით, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დამახინჯებული ინფორმაცია გაავრცელეს.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *