Добавить новость
smi24.net
World News
Сентябрь
2025

ენერგეტიკული კრიზისის გამო მთელს კუბაში გაითიშა ელექტროენერგია

0

ოთხშაბათს მთელი კუბა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კუნძულზე ბოლო დროს გახშირდა ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები რაც გამოწვეულია მოძველებული ინფრასტრუქტურით და ელექტროსადგურებში საწვავის დეფიციტით.

ენერგეტიკისა და მაღაროების სამინისტრომ სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ ბოლო გათიშვა შესაძლოა თერმოელექტროსადგურის გაუმართაობას უკავშირდებოდეს, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს.

სამინისტრომ თქმით ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დაახლოებით 10 მილიონი მოსახლეობის მქონე კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინონ.

კვირის დასაწყისში გაითიშა კუბის აღმოსავლეთი რეგიონი. თებერვალში მთავრობამ ორი დღით შეაჩერა სასწავლო და სამუშაო აქტივობები ელექტროენერგიის დეფიციტის გამო.

კუბაში ენერგომომარაგების მწვავე კრიზისია. ის ბოლო წლებში გაუარესდა აშშ-ის სანქციების გამო, რომლებიც კუნძულზე პოლიტიკური მოდელის შეცვლის მიზნით ზეწოლას ისახავს მიზნად.

სანქციების გამო კარიბის ზღვის აუზის ქვეყანას საკმარისი უცხოური ვალუტა არა აქვს, რათა საწვავის შეიძინოს ან შეაკეთოს მოძველებული თერმოელექტროსადგურები, რომელთაგან ბევრი 30 წელზე მეტია ფუნქციონირებს.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *