რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში მდებარე იალბუზის მთაზე ერთსავარძლიან საბაგირო გზაზე ავარია მოხდა, იტყობინება რესპუბლიკის მეთაური კაზბეკ კოკოვი. მისი თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა (ტასი აზუსტებს, რომ ეს იყვნენ ადგილობრივი მკვიდრი და ტურისტი), მოგვიანებით დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.