Добавить новость
smi24.net
World News
Декабрь
2025

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2 მარტიდან გაუქმდება

0

სადავო პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. მათ ფუნქციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეითავსებს.

დღევანდელ, 17 დეკემბრის სხდომაზე უწყებების გაუქმების მომხრე 78-78 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

ანტიკორუფციული ბიურო 2023 წელს შეიქმნა. მისი შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია იყო და გულისხმობდა ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას. მოგვიანებით ანტიკორუფციული ბიუროს ზედამხედველობა გავრცელდა „აგენტების კანონზე“ (2024 წელს მიღებული, ფორმალურად „გამჭვირვალობის კანონი“) და „აშშ-ის ანალოგიურ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კი 2022 წლის 1 მარტს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. უწყების უფლებამოსილებების ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის დევნის დაწყება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ამავე პარლამენტმა 24 ივნისს მიიღო კანონპროექტი, რომლითაც 1 ივლისიდან გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც.

ამ სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იყო იმ ცხრა დავალებიდან, რომელთა საფუძველზეც ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ეს უწყება აგებდა პასუხს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. მისი ფუნქციები პროკურატურას გადაეცა.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *