საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს დემონსტრაციების შემზღუდველი ის კანონები, რომელიც სადავო პარლამენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო. ლევან იოსელიანმა პირველი არხის ეთერში თქვა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზადდება და მას უახლოეს დღეებში შეიტანს.