Добавить новость
smi24.net
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

გერმანიის კანცლერი გამორიცხავს 2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის მიღებას

0

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გამორიცხა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება 2027 წლის იანვრიდან. „ეს შეუძლებელია“, - განაცხადა მერცმა.

გერმანული მედიასაშუალებების, dpa-ს და DW-ს ინფორმაციით, ფედერალურმა კანცლერმა ეს განცხადება 28 იანვარს გააკეთა ბერლინში, მმართველი კოალიციის კომიტეტის სხდომის შემდეგ.

რამდენიმე დღით ადრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკომისიის კონფიდენციალური დოკუმენტი ითვალისწინებს ევროკავშირში უკრაინის მიღებას 2027 წლამდე.

გერმანიის კანცლერ მერცის თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ევრკავშირის წევრობა სურს, ჯერ უნდა შეასრულოს ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები, ამას კი, როგორც წესი, რამდენიმე წელი სჭირდება.

კოპენჰაგენის კრიტერიუმებად მოიხსენიებენ მოთხოვნებს, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ ევროკავშირში გასაწევრებლად. მათ შორისაა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვის უზრუნველმყოფელი სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუციების არსებობა, ქმედითი საბაზრო ეკონომიკა და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვული ვალდებულებების აღება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებს არაფორმალურ სამიტზე წარუდგინეს ევროკომისიის კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას 2027 წლამდე.

ევროკავშირში უკრაინის მიღების მოწინააღმდეგე ორბანის თქმით, მომდევნო ასი წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება ისეთი პარლამენტი რომელიც მხარს დაუჭერს ევროკავშირში უკრაინის შესვლას.

პასუხად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სოციალური ქსელიდან, X-დან მიმართა, რომ მისი გეგმა განწირულია.

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრების ოფიციალური განაცხადი რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს წარადგინა.2022 წლის ივნისში უკრაინამ მიიღო წევრობის კანდიდატის სტატუსი.2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა მხარი დაუჭირა გაწევრების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას.ევროკავშირში ახალი წევრის მიღებას ყველა მოქმედი წევრის თანხმობა სჭირდება.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *