Добавить новость
smi24.net
World News
Январь
2026

მარნეულში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე

0

საქართველოდან ექსტრადიციისთვის ამზადებენ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ თურქეთის მოქალაქეს, რომელიც მარნეულში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 35 წლის მ.ი. განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა, 2025 წლის დეკემბრიდან და მის კვალს მარნეულში მიაგნეს.

“დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ - წერია შსს-ს განცხადებაში.

მანამდე, 2025 წლის აგვისტოში, მარნეულში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი - 1986 წელს დაბადებული კაცი, აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ა. დააკავეს. როგორც შსს მაშინ აცხადებდა, დაკავებული, 2013 წლიდან, ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *