Добавить новость
smi24.net
World News
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

იტალიის ხელისუფლება იუწყება რკინიგზაზე დივერსიის მცდელობების შესახებ

0

ჩრდილოეთ იტალიაში 7 თებერვალს აღირიცხა რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაზიანების სამი მცდელობა, რამაც გავლენა იქონია გადაადგილების უსაფრთხოებაზე და მატარებლების მოძრაობის განრიგზე. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ საქმე ეხება დივერსიას, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ხელისუფლების და პოლიციის განცხადებებზე დაყრდნობით.

კერძოდ, შაბათს, დილით, ქალაქ პეზაროსთან ახლოს უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ელექტროგამანაწილებელს. შემდეგ ბოლონიაში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და გადაჭრილი ელექტროსადენები. პოლიცია თვლის, რომ ეს ინციდენტები ერთმანეთთან კავშირშია - თუმცა მათზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

იტალიის ტრანსპორტის სამინისტრომ მომხდარს უწოდა "საბოტაჟის სერიოზული აქტი". ბოლონიის სადგური რამდენიმე საათის განმავლობაში დაიკეტა, განრიგის მიხედვით გადაადგილების აღდგენა შაბათს საღამოს მოხერხდა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7-დან 22 თებერვლამდე ტარდება მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში. ახლახან მილანში შეტაკება მოხდა დემონსტრანტების ჯგუფსა და პოლიციას შორის. ქუჩებში გავიდა ოლიმპიური თამაშების ჩატარების 10 ათასამდე მოწინააღმდეგე, ძირითადად "მწვანეები" და მემარცხენე ორინტაციის აქტივისტები. 100-მდე დემონსტრანტს შეტაკება ჰქონდა პოლიციასთან, რომელმაც წყლის ჭავლი გამოიყენა და ექვსი პირი დააკავა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ დემონსტრანტებს უწოდა "იტალიის და იტალიელების მტრები" და აღნიშნა, რომ ისინი თავიანთი მოქმედებებით ცდილობენ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრას და ჩრდილის მიყენებას იტალიის ძალისხმევისთვის, ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად. მელონიმ ახსენა რკინიგზაზე მომხდარი ინციდენტებიც.

ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გამოუცხადებია სავარაუდო დივერსიულ აქტებში ეჭვმიტანილებზე.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *