Добавить новость
smi24.net
World News
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ევროპის კავშირმა და ისლანდიამ თავდაცვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

0

18 მარტს, ოთხშაბათს, ევროკავშირმა ისლანდიასთან თავდაცვის პაქტს მოაწერა ხელი. აგვისტოში დაგეგმილია რეფერენდუმი ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით.

შეთანხმება მიზნად ისახავს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, განსაკუთრებით არქტიკაში, რომელიც სულ უფრო მეტ სტრატეგიულ ინტერესს იწვევს, რადგან გლობალური დათბობის შედეგად, ზღვის ყინული დნება.
„ამჟამინდელი არამყარი უსაფრთხოების კონტექსტში, ევროკავშირისა და ისლანდიისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იმპულსს აძლევს მათ ისედაც ღრმა ურთიერთობებს“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა.

ეს არის ბოლო შეთანხმება იმ შეთანხმებების სერიიდან, რომლებიც ბრიუსელმა ცოტა ხნის წინ დადო კანადასთან, ბრიტანეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან.

ისლანდიის მთავრობა ამ თვეში წინადადებით გამოვიდა, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი 29 აგვისტოს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ 2015 წელს შეჩერებული მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის მიტაცების მცდელობამ მეზობელ ისლანდიაში შეშფოთება გამოიწვია. მის თავდაცვას ამჟამად აშშ და ნატო უზრუნველყოფენ, რადგან მას საკუთარი სამხედრო ძალები არ ჰყავს.

კუნძულ სახელმწიფოს უკვე აქვს წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, როგორც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრს, რომელიც უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ზონაა და რომელიც მოიცავს ასევე, შვეიცარიასა და ნორვეგიას.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *