Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2020

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 68-ს მიაღწია

0
„დილიდან, რომ ჩავატარეთ ტესტირება, ერთი გაჯანმრთელებული პაციენტი დაგვემატა. ჩვენთან არის გაჯანმრთელების 45 შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - 68“, - თქვა ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.


საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 266-ს აღწევს. გარდაიცვალა - 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 890. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 439. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე - 3.


ქვეყანაში კორონავირუსით პირველი ინფიცირებული 26 თებერვალს გამოავლინეს.


კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.


31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.














Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *