ხაბროვსკში გაიმართა მსვლელობა ბელარუსის საპროტესტო აქციის სოლიდარობის ნიშნად
„ჟივიე ბელარუს“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებსაც ეცვათ თეთრი ტანსაცმელი და ხელთ ეპყრათ წითელი ყვავილები.
ხაბაროვსკში 15 აგვისტოსაც გაიმართა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელზეც გამოსვლისას მხარდაჭერა გამოუცხადეს ბელარუს დემონსტრანტებს, რომლებიც საპრეზიდენტო სადავო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამოდიან.
ხაბაროვსკში 44-ე დღეა უწყვეტად მიმიდნარეობს გამოსვლები ყოფილი გუბერნატოის, სერგეი ფურგალი გათავისუფლების მოთხოვნით.
ფურგალი ბრალდებულია 2000-იან წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებასთან კავშირში.
16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი ფურგალი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დროებით დანიშნა სახელმწიფო დუმის დეპუტატი მიხაილ დეგტიარიოვი, სერგეი ფურგალის თანაპარტიელი ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.
