Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2020

სამი კაცი დაიღუპა ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს

0
სამი სავარაუდო მეამბოხე დაიღუპა და ორი სპეცრაზმელი დაიჭრა ინგუშეთის სუნჟის რაიონში 23 აგვისტოს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.


ოპერაციის დროს დაიჭრა ფედერალური უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ცნობით, ყველა მოკლული ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. ისინი შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ასაფეთქებელი მოწყობილობით.


"კავკაზ.რეალიის" ცნობით, მანამდე ინგუშეთში აგვისტოში ორი ანტიტერორისტული ოპერაცია განხორციელდა.


7 აგვისტოს ნაზრანში პოლიციამ მოკლა ორი მეამბოხე.


18 აგვისტოს სოფელ გალაშკიში მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა უკანონო ფორმირების ორი წევრი, დანარჩენმა სამმა ტყეში მიმალვა შეძლო. სავარაუდოდ, სწორედ ამ სამი მეამბოხის ლიკვიდაცია მოხდა 23 აგვისტოს სუნჟის რაიონში.














Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *