Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2020

არჩილ თალაკვაძე: შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან

0

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ“, – ნათქვამია თალაკვაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *