Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июль
2025

რუსეთმა ოდესის ნავსადგური "ისკანდერით" დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები

0

3 ივლისს, დღისით, რუსეთის ჯარმა ოდესის საზღვაო პორტზე იერიში მიიტანა "ისკანდერის" ტიპის ბალისტიკური რაკეტით. ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ალექსეი კულებას ინფორმაციით, რაკეტა ერთ-ერთ ნავმისადგომს მოხვდა სან-ტომესა და პრინსიპის დროშით მცურავი უცხოური გემიდან ლითონის გადმოტვირთვის დროს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი - ნავსადგურის მუშა-მექანიზატორი და სატვირთო მანქანის მძღოლი. ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის - ნავსადგურის თანამშრომლები და ეკიპაჟის ორი წევრი, სირიის მოქალაქეები.
დაზიანდა ნავსადგურის ინფრასტრუქტურის ობიექტები - ამწეები, აღჭურვილობა და საწყობები.

"ეს დაბომბვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენი სატრანსპორტო კვანძების, ექსპორტის შესაძლებლობებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის განადგურებას“, - განაცხადა კულებამ.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *