Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Сентябрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23
24
25
26
27
28
29
30

ტრამპმა და კენედიმ აუტიზმის ეპიდემიასთან გასამკლავებელ ქმედებებს შორის "ტაილენოლის" შეზღუდვა დაასახელეს

0

22 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური რესურსების მდივან რობერტ ფ. კენედი უმცროსთან ერთად გამოაცხადა ახალი გაბედული ქმედებების შესახებ, რომლებიც, მათი განმარტებით სახელმწიფოში აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) ეპიდემიასთან გამკლავებას ისახავს მიზნად. ასეთი აშლილობები 2000 წლის შემდეგ 400%-ით გაიზარდა და დღეს 31-დან 1 ამერიკელ ბავშვს ეხება.

“ძალიან დიდ ხანს, აუტიზმის დონის ზრდის ფონზე, ოჯახებს არ ჰქონდათ პასუხები ან არჩევანი” - განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა:

“დღეს გაბედულ ნაბიჯს ვდგამთ - კარს ვაღებთ სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ აღიარებული მკურნალობის გზისკენ, ექიმებისა და ოჯახების პოტენციურ რისკებზე ინფორმირებითა და ინოვაციური კვლევით. ჩვენ მივყვებით მეცნიერებას, აღვადგენთ ნდობას და იმედს მივცემთ მილიონობით ამერიკულ ოჯახს".

ჯანდაცვის დეპარტამენტის საიტზე ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად FDA იმოქმედებს ASD-სთან დაკავშირებული მეტყველების დარღვევების პოტენციურ მკურნალობაზე. დღეს FDA აქვეყნებს ფედერალური რეესტრის შეტყობინებას, რომელიც აღწერს ლეიკოვორინის ეტიკეტის განახლებას ცერებრალური ფოლატის დეფიციტისთვის, რომელიც ასოცირდება აუტიზმთან. ეს ქმედება ამკვიდრებს FDA-ს მიერ აღიარებულ პირველ თერაპიულ საშუალებას ცერებრალური ფოლატის დეფიციტისა და აუტიზმის სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის.

ცვლილება დაამტკიცებს აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ASD) მქონე ბავშვების მკურნალობას, რომელიც ბავშვებში ენობრივი, სოციალური ან ადაპტაციური განვითარების გაუმჯობესებას გამოიწვევს. ASD-სთვის ეტიკეტის განახლების შემდეგ, სახელმწიფო „მედიქეიდის“ პროგრამები ASD-ს ჩვენებაზე შეძლებენ ლეიკოვორინის დაფინანსებას. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები (NIH) დაიწყებენ დამადასტურებელ კვლევებს და ახალ კვლევებს ლეიკოვორინის გავლენის შესახებ, მათ შორის უსაფრთხოების კვლევებს.

ჯანმრთელობის დეპარტამენტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ლეიკოვორინი არ წარმოადგენს აუტიზმის სპექტრის აშლილობის სამკურნალო საშუალებას და შესაძლოა, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მხოლოდ მცირე ჯგუფში გააუმჯობესოს მეტყველების დარღვევები. გარდა ამისა, ეს მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სხვა არაფარმაკოლოგიურ მიდგომებთან ერთად (მაგ. ქცევითი თერაპია).

22 სექტემბერს საჯარო გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ ახსენა მედიკამენტ „ტაილენოლის“ კავშირი ASD-ს რისკების ზრდასთან: „„ტაილენოლის“ მიღება არ არის კარგი“, - რამდენჯერმე გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯანდაცვის დეპარტამენტი (HHS) აცხადებს, რომ დღეს FDA გასცემს შეტყობინებას ექიმებისთვის და დაიწყებს აცეტამინოფენის („ტაილენოლი“ და მსგავსი პროდუქტები) უსაფრთხოების ეტიკეტის შეცვლის პროცესს. დეპარტამენტი დაიწყებს აგრეთვე საზოგადოებრივი მომსახურების კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით ოჯახების ინფორმირებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.

FDA პასუხობს წინასწარ კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევებს, რომლებიც მიუთითებს ორსულობის დროს აცეტამინოფენის გამოყენებასა და ნეიროგანვითარების არასასურველ შედეგებს შორის პოტენციურ კავშირზე. FDA ასევე აღიარებს, რომ არსებობს საპირისპირო კვლევები, რომლებიც არ ადასტურებენ კავშირს და რომ ორსულობის დროს შეიძლება არსებობდეს არანამკურნალები ცხელების რისკი, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.

წინააღმდეგობრივი ლიტერატურისა და მკაფიო მიზეზობრივი მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით, HHS-ს სურს წაახალისოს კლინიცისტებისთვის, მიმართონ საუკეთესო გადაწყვეტილებას ორსულობის დროს ცხელებისა თუ ტკივილის დროს აცეტამინოფენის გამოყენებისას და საჭიროების შემთხვევაში, დანიშნონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლესი ვადით. გარდა ამისა, FDA აღიარებს, რომ აცეტამინოფენი ხშირად ორსულობის დროს ცხელებისა და ტკივილის სამკურნალოდ ერთადერთი საშუალებაა, რადგან სხვა ალტერნატივებს (მაგ., არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს) აქვთ კარგად დოკუმენტირებული გვერდითი მოვლენები.

ორშაბათს ბრიფინგზე კიდევ ერთ ინიციატივაზე ითქვა: ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტები (NIH) აუტიზმის კვლევის ტრანსფორმაციისთვის დააფინანსებს 13 პროექტს, რომელთა ჯამური ღირებულება 50 მილიონ დოლარზე მეტია. კვლევა გააერთიანებს ფართომასშტაბიან ბიოლოგიურ, კლინიკურ და ქცევით მონაცემებს ექსპოსომიკური მიდგომით, რომელიც გენეტიკასთან ერთად იკვლევს გარემოსდაცვით, კვებასთან, სამედიცინო და სოციალურ ფაქტორებს.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *