Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Ноябрь
2025
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა "ლუკოილის" უცხოური აქტივების შეძენა

0

“პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მანამდე, სანამ პუტინი განაგრძობს უაზრო კვლას, კრემლის მარიონეტი Gunvor-ი ვერასდროს მიიღებს ლიცენზიას საქმიანობისა და სარგებლის მისაღებად”, - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ეს განცხადება გაავრცელა იმ ფონზე, როცა ცნობილი გახდა, რომ კომპანია Gunvor-ი აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსეთის ენერგოკომპანია „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენას აპირებს.

ვაშინგტონის ამ განცხადებიდან მყისიერად გავრცელდა ცნობა, რომ Gunvor-მა უკან წაიღო თავისი $22 მილიარდიანი წინადადება „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენაზე.

"სახაზინო დეპარტამენტის განცხადება არსებითად დეზინფორმაციული და სიცრუეა. ამავრდოულად, Gunvor-ს უკან მიაქვა "ლუკოილის" უცხოური აქტივების შეძენაზე თავისი წინადადება", - განუცხადა "პოლიტიკოს" Gunvor-ის სპიკერმა სეთ პიეტრასმა.

2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნავთობით მოვაჭრე კომპანია Gunvor-ი, რომელსაც აკონტროლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარი გენადი ტიმჩენკო, მზად იყო შეესყიდა დასანქცირებული რუსული კომპანიის ავსტრიაში რეგისტრირებული Lukoil International GmbH-ს აქციათა 100 პროცენტი.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ლუკოილსა“ და „როსნეფტს სანქციები დაუწესა 22 ოქტომბერს. ამ გადაწყვეტილების მიზანი არის რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეზღუდვა და ამ გზით ვლადიმირ პუტინის იძულება, შეწყვიტოს ომი.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *