თბილისის მერია აგრძელებს ხელშეკრულებების დადებას ახალი წლის დღეებში დედაქალაქში გასამართ კონცერებთან დაკავშირებით. შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულია კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც 2 და 6 იანვრის ღონისძიებებს შეეხება - 296 722 ლარის ღირებულის ხელშეკრულება შპს „ქეი ივენთს“-თან დაიდო.