Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

პარიზი მასპინძლობს უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ სამიტს

0

დღეს, 6 იანვარს საღამოს პარიზში გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი. მასში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ელისეს სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ „მსურველთა კოალიციის“ სხდომის დაწყებამდე მაკრონი და ზელენსკი სამუშაო სადილს გამართავენ უიტკოფსა და კუშნერთან.

წყაროს თანახმად, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ 35 სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის 27 ქვეყნის მეთაურები.

სამიტის დღის წესრიგშია უკრაინის მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენცია გაიმართება.

2025 წლის 28 დეკემბერს ფლორიდაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოკონფერენცია გამართეს ევროპელ ლიდერებთან.

მისი დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ წინ მიიწევენ უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიების, რომლებსაც ცენტრალური ადგილი ექნებათ სამართლიანი და მყარი მშვიდობის მშენებლობაში და იანვრის დასაწყისში პარიზში შეიკრიბება „მსურველთა კოალიცია“, რათა საბოლოოდ განსაზღვრონ კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის წვლილი.

„მსურველთა კოალიცია“, სადაც წამყვან როლს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ასრულებენ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული კონტინგენტის განთავსების შესაძლებლობა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისთვის მიუღებელია.

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ საგრძნობ პროგრესს და დიდ წინსვლას მიაღწიეს და სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *