შინაგან საქმეთა სამინისტრო სავალდებულო მითითებას ავრცელებს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მარშის მონაწილეებისთვის. უწყების მოთხოვნაა, მსვლელობა ჩატარდეს მხოლოდ ტროტუარებზე, გზებზე გადასასვლელად კი გამოიყენონ მიწისქვეშა გადასასვლელები.