Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა კარაკასში ვენესუელის ახალ მმართველთან შეხვედრა გამართა

0

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ( CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი 15 იანვარს კარაკასში, „პრეზიდენტ ტრამპის მითითებით“, ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესს შეხვდა.

ორსაათიანი შეხვედრის მიზანი იყო ნდობისა და კომუნიკაციის დამყარება.

რეტკლიფმა და როდრიგესმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები და ის, რომ „ვენესუელა აღარ შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
შეხვედრა შედგა იმ დღეს, როცა როდრიგესმა დროებითი პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თავისი პირველი მიმართვა წარმოადგინა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. მიმართვაში მან გამოაცხადა ნავთობის მრეწველობის რეფორმები უცხოური ინვესტიციების გაზრდის მიზნით - რაც მადუროს პოლიტიკის შეცვლაა.

ერისადმი მიმართვისას, როდრიგესმა განაცხადა, რომ არ ეშინია აშშ-სთან „დიპლომატიურად, პოლიტიკური დიალოგის გზით“ პირისპირ შეხვედრის და დასძინა, რომ ვენესუელამ თავისი „ღირსება და პატივი“ უნდა დაიცვას.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ნავთობკომპანიები ვენესუელაში გადავლენ და გამოიმუშავებენ ფულს, რომელიც იქაურ მოსახლეობას და აშშ-ს წაადგება, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი განაცხადა, რომ აშშ „განუსაზღვრელი ვადით“ გააკონტროლებს სანქცირებული ვენესუელის ნავთობის გაყიდვებს.

ტრამპმა ნავთობკომპანიებს სთხოვა, ვენესუელაში მინიმუმ 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაედოთ, თუმცა ერთ-ერთმა აღმასრულებელმა პირმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანაში ამჟამად ინვესტირება შეუძლებელია.

ვენესუელას საერთაშორისო ნავთობკომპანიებთან რთული ურთიერთობა აქვს მას შემდეგ, რაც მის ტერიტორიაზე 100 წელზე მეტი ხნის წინ ნედლი ნავთობი აღმოაჩინეს.
„შევრონი“ ქვეყანაში მოქმედი ბოლო მსხვილი ამერიკული ნავთობკომპანიაა.

როდრიგესმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფიცი 5 იანვარს დადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი კარაკასში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ისინი ამჟამად ნიუ-იორკში, პატიმრობაში იმყოფებიან. ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სხვა ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა როდრიგესსა და რეტკლიფს შორის შეხვედრას „ისტორიული“ უწოდა და დასძინა, რომ რეტკლიფი იყო "კაბინეტის დონის" პირველი ოფიციალური პირი, რომელიც ვენესუელას ეწვია.

შეხვედრა იმავე დღეს შედგა, როდესაც ტრამპი ვაშინგტონში შეხვდა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს თავისი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის მედალი აჩუქა.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *