Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

აშშ გადასახადებს უწესებს ევროპის რიგ ქვეყნებს

0

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა გადასახადების დაწესებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ ეთანხმებიან მის პოლიტიკას გრენლანდიის მიმართ.

პირველი თებერვლიდან 10 პროცენტიანი გადასახადი დაუწესდება ყველა საქონელს, რომელიც აშშ-ში ჩავა დანიიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და ფინეთიდან. პირველი ივნისიდან კი გადასახადი გაიზრდება 25 პროცენტამდე. ამის შესახებ ტრამპმა თავისი სოციალური ქსელით დაწერა.

"ეს გადასახადი ძალაში იქნება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული შეთანხმება გრენლანდიის სრულ და აბსოლუტურ შესყიდვაზე. აშშ ამის გაკეთებას უკვე 150 წელიწადია ცდილობს. ამას ბევრი პრეზიდენტი შეეცადა, გონივრული მიზეზებით, მაგრამ დანია ყოველთვის უარზე იყო" - წერს ტრამპი.

ტრამპი აცხადებს, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ მისი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას, ხოლო დანიას, "ძაღლების ორი მარხილით" არ შეუძლია ამ კუნძულის დაცვა ჩინეთისგან და რუსეთისგან.

დღეს უფრო ადრე დანიაში გაიმართა გრენლანდიის მხარდაჭერის აქციები, რომლებსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *