Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მოსკოვში დაამსხვრიეს მემორიალური დაფა სახლზე, რომელშიც ცხოვრობდა ანა პოლიტკოვსკაია

0

მოსკოვში უცნობმა პირებმა დაამსხვრიეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალური დაფა. ის დამონტაჟებულია ლესნაიას ქუჩაზე მდებარე შენობაზე, სადაც მოკლეს პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს.

ამის შესახებ კვირას თვითმხილველზე დაყრდნობით განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მუნიციპალურმა დეპუტატმა ალექსანდრ ზამიატინმა, რომელმაც ფოტოები გამოაგზავნა.

დაფაზე ეწერა: „ამ სახლში ცხოვრობდა და 2006 წლის 7 ოქტომბერს ავაზაკურად მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია“.

გაზეთის ცნობაში ნათქვამია, რომ „ნოვაია გაზეტა“, სადაც პოლიტკოვსკაია მუშაობდა, და ჟურნალისტის შვილები დაფის განადგურებისთვის სისხლის სამართლის საქმეს მოითხოვენ.

ორშაბათს ტელეგრამის არხმა RusNews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქტივისტებმა პოლიტკოვსკაიას სახლზე ახალი, ხელნაკეთი დაფა დაამონტაჟეს. მასზე იგივე წარწერაა, რაც დამსხვრეულ დაფაზე.

ხელისუფლებას ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ წერდა და რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს პოლიციის პოდპოლკოვნიკი დმიტრი პავლიუჩენკოვი, ლომ-ალი გაიტუკაევი, სერგეი ხაჯიკურბანოვი და ძმები მახმუდოვები - რუსტამი, იბრაგიმი და ჯაბრაილი. მათ შესაბამისად, 11 წლით, სამუდამო, 20 წლით, 14 წლით და 12 წლით პატიმრობა მიესაჯათ. დანაშაულის შემკვეთები ვერასდროს დაადგინეს და ამ საქმის ხანდაზმულობის ვადა 2021 წელს ამოიწურა. პოლიტკოვსკაიას ოჯახმა და მისმა თანამოაზრეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მის მკვლელობაში შესაძლოა ჩეჩნეთის ხელისუფლება ყოფილიყო ჩართული.

2023 წლის ნოემბერში სერგეი ხაჯიკურბანოვმა სასჯელაღსრულების კოლონია დატოვა უკრაინაში საბრძოლველად და ის შეიწყალეს.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *