გროზნოში მომხდარი ავტოკატასტროფა, რომელშიც, სავარაუდოდ, მძიმედ დაშავდა ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟი ადამ კადიროვი, ოფიციალური უწყებების დუმილისა და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების ფონზე ვითარდება. ინფორმაციის სიმწირე სპეკულაციების ნოყიერ ნიადაგს ქმნის: უბრალოდ ავარია იყო ეს, თუ წინასწარ დაგეგმილი დივერსია.