Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

HRW-ის პოზიციაა, რომ „ხელისუფლება შეკრების შემზღუდავ ზომებს დასაკავებლად და დასაშინებლად იყენებს“

0

Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს საჯარო შეკრებებზე ახლად მიღებულ შეზღუდვებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად და დასაშინებლად, რაც საქართველოში პროტესტის უფლებას სულ უფრო რთულსა და სახიფათოს ხდის.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში 2025 წლის 12 დეკემბერს მიღებული ცვლილებები პოლიციას ანიჭებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, შეზღუდოს პროტესტი სავალ ნაწილსა და საფეხმავლო ზონებში, მათ შორის ტროტუარებზე, და დააწესოს მკაცრი სანქციები დაუმორჩილებლობისთვის.

კანონის ამოქმედების შემდეგ, პოლიციამ ათეულობით საქმე აღძრა დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის პარლამენტის სიახლოვეს ტროტუარზე უბრალოდ დგომის გამო, რაც იწვევს Human Rights Watch-ის სერიოზულ შეშფოთებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო უფლებრივი ვალდებულებების დარღვევის გამო.

„ეს ცვლილებები პოლიციას ანიჭებს სახიფათოდ ფართო უფლებამოსილებას, თავად გადაწყვიტოს როდის, სად და შეუძლიათ თუ არა ადამიანებს პროტესტის გამოხატვა. პრაქტიკაში ჩანს, რომ კანონი თვითნებურად გამოიყენება მშვიდობიანი გამოხატვის დასასჯელად და კრიტიკული ხმების საჯარო სივრციდან გასაძევებლად“, — განაცხადა გიორგი გოგიამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ სტატიაში, რომელიც ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა.

ახალი კანონის თანახმად, სავალ ნაწილზე ან საფეხმავლო ზონებში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მინიმუმ ხუთი დღით ადრე უნდა აცნობონ. სამი დღის ვადაში პოლიციას შეუძლია გასცეს სავალდებულო მითითება პროტესტის სხვა დროს ან ადგილას გადატანის შესახებ, თუ დაადგენს, რომ მან შესაძლოა შეაფერხოს ტრანსპორტის ან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა. პოლიციას ასევე აქვს უფლება გასცეს სავალდებულო მითითებები უშუალოდ შეკრების ადგილზე.

შეტყობინების წარუდგენლობა ან პოლიციის მითითებების შეუსრულებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელიც ისჯება 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის — 20 დღემდე პატიმრობით. განმეორებითმა დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

Human Rights Watch დამატებით შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რამდენიმე შემთხვევაში მოსამართლეებმა შეწყვიტეს ადმინისტრაციული წარმოება და მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადასცეს იმ საბაბით, რომ პირებს წარსულშიც ჰქონდათ პროტესტთან დაკავშირებული წესების სავარაუდო დარღვევები, რაც მათ სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის წინაშე აყენებს.

პოლიციამ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც უარყო ინფორმაცია ადამიანების მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო დაკავების შესახებ და აღნიშნა, რომ პირები დაისაჯნენ პარლამენტის წინ პროტესტის დროს ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის განზრახ შეფერხებისთვის.

„ეს გადაწყვეტილება ადასტურებს სტრუქტურულ ხარვეზებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემაში, რაც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს და შესაძლებელს ხდის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს“, — განაცხადა Human Rights Watch-მა.

ორგანიზაციის პოზიციაა, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გააუქმოს ან შეცვალოს ის საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც დაუსაბუთებლად ზღუდავს მშვიდობიან შეკრებას და კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან. სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლოებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ კანონის თვითნებური აღსრულება, უზრუნველყონ შეკრებების ნებისმიერი შეზღუდვის კანონიერება, აუცილებლობა და პროპორციულობა და გარანტირებული გახადონ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა პროცესში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო ორ დღეში, 22-23 იანვარს, 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტის ნაწილი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა:

ნუკრი კაკულია - შეუფარდეს 4-დღიანი პატიმრობა;სანდრო მეგრელიშვილი - 4-დღიანი პატიმრობა;დიმიტრი ჯამბურია - 4-დღიანი პატიმრობა;ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი - 5-დღიანი პატიმრობამიშა ზაქარეიშვილი - 5-დღიანი პატიმრობა;დემონსტრანტი ანი ახმეტელი, ნათია ჭავჭანიძე და რეზი დუმბაძე სამართალდამრღვევებად ცნეს, თუმცა სიტყვიერი შენიშვნები გამოუცხადეს.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *