Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) ამბობს, რომ „სისტემიდან თავისი ნებით წავიდა“და „არც აპირებს არსად დაბრუნებას“.

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, „სპეცრაზმის“) ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) ამბობს, რომ ის გდდ-დან თავისი სურვილით წავიდა და არც დაბრუნებას აპირებს.

მასთან ინტერვიუ ნოდარ მელაძის შაბათის საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტმა ჩაწერა.

„ახლა გაიგე [რომ არ ვმუშაობ], მე [სისტემაში] არ დავბრუნებულვარ და არც ვაპირებ არსად დაბრუნებას. თუ ჩემს სამშობლოს დავჭირდები და რა თქმა უნდა გავაგრძელებ. არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა და ბევრს აინტერესებს და არა-თქო ვამბობ. სისტემიდან რა თქმა უნდა ჩემი სურვილით წავედი, ეს ყველამ კარგად იცის. მე სპეცრაზმელობა არ დამიმთავრებია და არც ვამთავრებ. დავჭირდები ჩემ სამშობლოს, გავაგრძელებ ჩვეულებრივ", - აცხადებს ზვიად ხარაზიშვილი.

ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა 2025 წლის 10 ივნისს დატოვა.

ზვიად ხარაზიშვილი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ მოექცა - როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, იძალადეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მათგან ამ დრომდე დასჯილი არავინაა.

„ხარებას“ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. ორივე ამ ქვეყნის სანქცია ჰქონდა შს ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც, რომელმაც თანამდებობა 28 მაისს დატოვა.

გომელაურის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრად გელა (გეკა) გელაძე დანიშნა. ამის შემდეგ შსს-ში დაიწყო საკადრო ცვლილებები.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების წყლის ჭავლით დაშლისას, სავარაუდოდ, გამოიყენეს ტოქსიკური ქიმიური აგენტი ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ - რასაც „ქართული ოცნების“ მთავრობა უარყოფს. სუს-მა გამოძიების ფარგლებში ხარაზიშვილი გამოკითხა კიდეც.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *