Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2026
1 2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ერაყის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადადო

0
ერაყის სახელმწიფო მედიის ცნობით, 1 თებერვალს ამ ქვეყნის პარლამენტმა კვლავ გადადო ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევნები ინტენსიური პოლიტიკური კამათის და ახალ პრემიერმინისტრის გარშემო აშშ-ის ზეწოლის ფონზე.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტმა გადადო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც პირველად გასულ კვირას იყო დაგეგმილი.

ერაყის პარლამენტში AFP-ის კორესპონდენტმა განაცხადა, რომ 1 თებერვალს საჭირო კვორუმი ვერ იქნა მიღწეული.
ამიტომ, ოფიციალური პრესსამსახურის, INA-ს ცნობით, კენჭისყრა გადაიდო, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, შეთანხმებულია თუ არა ახალი თარიღი.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სპიკერი ახლა პარტიული ბლოკების ხელმძღვანელებს შეხვდება საბოლოო თარიღის დასადგენად.

კონვენციის თანახმად, პრემიერმინისტრის გავლენიანი თანამდებობა შიიტ მუსლიმს უჭირავს, პარლამენტის თავმჯდომარე სუნიტია, ხოლო პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც ძირითადად, ცერემონიალურია, ქურთს უკავია.
ქურთების ორი მთავარი პარტია ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა საპრეზიდენტო კანდიდატზე, ხოლო ყველაზე დიდ შიიტურ ალიანსს - მიუხედავად იმისა, რომ ნური ალ-მალიკის უჭერს მხარს შემდეგი პრემიერმინისტრის პოსტზე - აშშ ემუქრება, რომ შეწყვეტს ერაყის მხარდაჭერას, თუ ის თანამდებობას დაიკავებს.


ერაყში, ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ცხოვრება არასტაბილურია, რაც გამოწვეულია შიდა დაპირისპირებებითა და საგარეო ზეწოლით, ძირითადად აშშ-სა და ირანის მხრიდან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხშირად კონსტიტუციური ვადების მიღმა ხდება.
„საკოორდინაციო ჩარჩომ“- შიიტური ჯგუფების ალიანსმა, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხით აქვთ კავშირები ირანთან და რომელიც მთავარ მმართველ კოალიციად იქცა, განაცხადა 31 იანვარს, რომ „კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას თავის კანდიდატს, მალიკის“.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალიკი „ძალიან ცუდი არჩევანია“ და რომ მალიკის არჩევის შემთხვევაში, ვაშინგტონი „ერაყს აღარ დაეხმარება“.

ერაყის ერთადერთ პრემიერმინისტრს, რომელმაც ორი ვადით იყო თანამდებობაზე, 2006-2014 წლებში პრემიერმინისტრობის დროს შეერთებულ შტატებთან უთანხმოება ჰქონდა ირანთან მისი მზარდი კავშირების გამო.

„საკოორდინაციო ჩარჩოსთან“ დაახლოებული წყაროების ცნობით, შიიტი ლიდერები ორად გაიყვნენ, ზოგიერთს მალიქის გადადგომა სურს, რადგან ეშინია აშშ-ს სანქციების, თუ ის თანამდებობას დაუბრუნდება.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ქურთული პარტიები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ კანდიდატზე, რომელსაც სხვა ბლოკებმა უნდა დაუჭირონ მხარი და მოიპოვონ ხმების ორი მესამედის უმრავლესობა პარლამენტში.
პრეზიდენტის თანამდებობას, როგორც წესი, თუ ქურთისტანის პატრიოტული კავშირის (PUK) კანდიდატი იკავებდა. წელს მისმა კონკურენტმა ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ (KDP) საკუთარი კანდიდატი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფუად ჰუსეინი წარადგინა.














Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *