თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა 23 თებერვალს დაიწყება. მოსამართლე ვასილ ბუგიანიშვილმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.