Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ზელენსკი: მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს შეიძლება გაიმართოს

0

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო ვაშინგტონის შეთავაზება, აშშ-ში ჩაატაროს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი რუსეთთან ომის დასასრულებლად. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრა შესაძლოა მომავალ კვირაში, 17 ან 18 თებერვალს, გაიმართოს. თუმცა არ არის ნათელი, დათანხმდება თუ არა რუსეთი შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებებს. Bloomberg-ის ცნობით, შემდეგ შეხვედრაზე დაგეგმილია დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ აშშ-ის წინადადების განხილვა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი სკეპტიკურად არიან განწყობილი ამ იდეის მიმართ. „არცერთი მხარე არ არის აღფრთოვანებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეით - არც რუსები და არც ჩვენ. ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. და შეთანხმება ასეთი იყო: მოდით, შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდეთ იმის განხილვას, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

აქამდე უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს აბუ-დაბიში. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ზელენსკის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წინა შეხვედრაზე მომლაპარაკებლებმა ყურადღება გაამახვილეს ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმებზე და იმაზე, თუ როგორ გააკონტროლებს აშშ მის დაცვას. ამასთან მან აღნიშნა, რომ მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს დეტალებზე შეთანხმება „უფრო მაღალ დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების გარეშე“.

მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა მიეძღვნას ომისშემდგომი დაგეგმვის შესახებ წინადადებებსა და ეკონომიკური საკითხების უფრო დეტალურ განხილვას, დასძინა ზელენსკიმ. ამასთან დაკავშირებით უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შევა ეკონომიკის მინისტრი ოლექსი სობოლევი იქნება.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *