Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

პალესტინელთა პრეზიდენტს ღაზაში ისრაელის მიერ შექმნილი ყველა დაბრკოლების გაუქმება სურს

0

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა 14 თებერვალს მოწოდება გააკეთა ისრაელის მიერ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის განხორციელებისთვის დაწესებული „ყველა დაბრკოლების“ გაუქმებისკენ.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ისრაელის ოკუპაციის მიერ შეთანხმების მეორე ფაზასთან დაკავშირებული პირობების განხორციელებისთვის დაწესებული ყველა დაბრკოლების მოხსნის აუცილებლობას“, - განაცხადა აბასმა
თავის სიტყვაში, რომელიც მისმა პრემიერმინისტრმა, მოჰამედ მუსტაფამ წაიკითხა აფრიკის კავშირის სამიტზე, ეთიოპიაში.

ეს ეხება ასევე ღაზის ყოველდღიური მმართველობის ზედამხედველობისთვის შექმნილი ტექნოკრატიული კომიტეტის მუშაობას, დასძინა მან.

პრეზიდენტის თქმით, დაბრკოლებების მოხსნა საჭიროა „მომსახურების უწყვეტობის, ჰუმანიტარული ძალისხმევის კოორდინაციისა და სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად“.

აბასმა ისრაელი დაადანაშაულა იმაში, რომ ის „აგრძელებს [პალესტინელთა შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების] დარღვევას“, რომელიც ოქტომბერში ამოქმედდა და რომელსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს.

„ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან დღემდე (ღაზაში) 500-ზე მეტი პალესტინელი იქნა მოკლული, რაც საფრთხეს უქმნის ზავის ხანგრძლივობას და მისი მეორე ფაზის სრულ განხორციელებას“, - დასძინა მან.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავი გასულ თვეში მეორე ფაზაში შევიდა, პალესტინის ტერიტორიაზე ძალადობა გრძელდება - ისრაელი და ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ერთმანეთს ადანაშაულებენ.

შეთანხმება მიზნად ისახავს ღაზის ომის საბოლოო დასრულებას, რასაც ნოემბერში მხარი დაუჭირა გაერომ.

მეორე ფაზა ითვალისწინებს, რომ ისრაელის ძალები თანდათანობით გავლენ ღაზიდან და ჰამასი უნდა განიარაღდეს, ხოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განლაგდეს სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები.

ჰამასმა არაერთხელ განაცხადა, რომ განიარაღება მისთვის წითელი ხაზია, თუმცა მიანიშნა, რომ შესაძლოა, განიხილოს თავისი იარაღის პალესტინის მომავალი მმართველი ხელისუფლებისთვის გადაცემა.

ისრაელის არმია კვლავ აკონტროლებს ღაზის სექტორის ნახევარზე მეტს.
ტექნოკრატიული კომიტეტის თხუთმეტი პალესტინელი ექსპერტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭო“ ზედამხედველობს, ამჟამად ეგვიპტეში მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ 2 თებერვალს ნაწილობრივ გაიხსნა რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი.

ბულგარელმა დიპლომატმა, ნიკოლაი მლადენოვმა, რომელიც ტრამპმა ღაზის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენლად დანიშნა, პარასკევს განაცხადა, რომ „მრავალი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს“, სანამ ტექნოკრატიული კომიტეტის წევრები პალესტინის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ.
„პირველი, ჰამასმა ღაზაში კონტროლი არსებულ სამოქალაქო ინსტიტუტებს უნდა გადასცეს“, - განაცხადა მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე. „ეს არ არის მთავრობა, რომელიც
არჩევნების შემდეგ მოდის. ეს გაცილებით უფრო რთულია“, - თქვა მან.

„რადგან ჰამასი 20 წელია მართავს ღაზას და... ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც არ შეესაბამება პალესტინის კანონმდებლობას“, - დასძინა მლადენოვმა.

სხვა პირობებს შორის, რომლებიც მან ახსენა, იყო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების დასრულება და „ხალხისთვის ღაზაში შემავალი დახმარების რადიკალური ზრდა“.
„და ბოლოს, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეთანხმებული ვართ ღაზაში განიარაღების შესახებ,“ - თქვა მლადენოვმა და ხაზი გაუსვა პალესტინის უსაფრთხოების ძალების მომავალი როლის მნიშვნელობას.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *