Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Март
2026
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო შეხვედრა გამართა ირანზე თავდასხმების შემდეგ

0

გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ.

აშშ-მა და ისრაელმა დაიცვეს თავიანთი თავდასხმები ირანზე - რომლის წარმომადგენელმაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე "ომის დანაშაული" უწოდა თავდასხმებისას სამოქალაქო პირების დაღუპვას.

"საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხანია იზიარებს მარტივ და აუცილებელ პრინციპს - ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს", თქვა აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა და აღნიშნა გაეროს მიერ წარსულში მიღებული რეზოლუციები, რომლებიც თეირანმა უგულებელყო.

"ეს პრინციპი არაა პოლიტიკის საკითხი, ესაა გლობალური უსაფრთხოების საკითხი და ამ თვალსაზრისით აშშ კანონიერ ნაბიჯებს დგამს" - დასძინა მან.

აშშ-ის ელჩმა ილაპარაკა ირანში ახლახან განხორციელებულ სისხლიან რეპრესიებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ და თქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ირანის წარმომადგენლის დასწრება "ამ ორგანიზაციის დაცინვაა".

"მაგრამ სადაც გაეროს მორალური მკაფიოობა აკლია, ამას ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს" - დასძინა უოლცმა.

ისრაელის ელჩმა, დანი დანონმა დაგმო უშიშროების საბჭოს ზოგიერთი წევრის "ფარისევლობა" - მათი, ვინც აკრიტიკებს აშშ-ისრაელის თავდასხმებს, მაგრამ არა ირანის საპასუხო დარტყმებს.

"ჩვენ იმპულსით არ ვმოქმედებდით. ჩვენ აგრესიით არ ვმოქმედებდით. ჩვენ ვმოქმედებდით აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგან ირანის რეჟიმმა გონივრული ალტერნატივა არ დატოვა" - თქვა დანონმა.

გაეროში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა "ომის დანაშაული" ჩაიდინეს - მისი თქმით, დარტყმებმა მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღეს და სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში 100-ზე მეტი ბავშვი დახოცეს.

"დასანანია, რომ ამ ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი ღიად იზიარებს ორმაგ სტანდარტს, უგულებელყოფს აშშ-ის და ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული აგრესიის აშკარა აქტს და ირანს გმობს იმისათვის, რომ მან გამოიყენა გაეროს ქარტიით განსაზღვრული თავდაცვის საბაზისო უფლება" - უთხრა ამირ საეიდ ირავანიმ უშიშროების საბჭოს.

ირავანის არ ულაპარაკია და არ დაუდასტურებია უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი - რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა უშიშროების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

რუსეთმა და ჩინეთმა მხოლოდ აშშ-ისრაელის თავდასხმები დაგმეს, სხვა წარმომადგენლებმა ძირითადად ირანი გააკრიტიკეს. სხდომის კიდევ სხვა მონაწილეები უფრო ფრთხილობდნენ და მხოლოდ დეესკალაციის მოწოდებით გამოდიოდნენ.

სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს ირანის მხრიდან განხორციელებული "ლაჩრული" საპასუხო დარტყმები და თეირანს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციაში დასდეს ბრალი.

გაეროში ბაჰრეინის ელჩმა, ჯამალ ფარეს ალ როვაიეიმ უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ ეს ქვეყნები თავდასხმებზე სრულ პასუხისმგებლობას ირანს აკისრებენ და უარყოფენ ნებისმიერ გამართლებას ან განმარტებას, რაც მიემართება მტრულ ნაბიჯებს ან საერთაშორისო სამართლის წესებით მანიპულაციას.

გაეროს ქარტია "არანაირად არ ამართლებს ამ ლაჩრულ თავდასხმებს" - დასძინა ალ როვაიეიმ, რომელიც ლაპარაკობდა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრების სახელით - საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, ომანის, კატარის და ბაჰრეინის, და ასევე სირიისა და იორდანიის.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა საბჭოს წევრებთან გამოსვლაში სინანული გამოთქვა, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

ამასთან, გუტერეშმა 15-წევრიან საბჭოს უთხრა, რომ არ შეუძლია დაადასტუროს ისრაელის განცხადებები ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შესახებ.

ისრაელმა და აშშ-მა ირანზე შაბათს დილით მიიტანეს იერიშები, რის შემდეგაც თეირანმა ისრაელზე და რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განახორციელა დარტყმები.

სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებში აშშ-ის ათასობით სამხედროა განთავსებული.

მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა საბჭოს რამდენიმე წევრმა მოიწვია - მათ შორის საფრანგეთმა, ბაჰრეინმა, ჩინეთმა, რუსეთმა და კოლუმბიამ.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *