Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Март
2026
1 2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „დიპლომატიის კარი ღია რჩება“

0

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის გასულ კვირებში ბირთვულ სფეროში ბოლო მოლაპარაკებებზე შუამავლობას სწევდა, განაცხადა, რომ „დიპლომატიის კარი ღია რჩება.“
ბადრ ალბუსაიდმა ეს განაცხადა, როცა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მასშტაბური სამხედრო კამპანია მიმდინარეობს, რის საპასუხოდაც ირანმა შეუტია ისრაელის ქალაქებს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული.
აშშ-ის და ისრაელის ისრაელის დარტყმების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, ასევე სხვა არაერთი უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაური მოკლეს.
„მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო - დიპლომატიის კარი ღია რჩება“, - განაცხადა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ის საშუალებით.

„ჟენევაში გამართულმა მოლაპარაკებებმა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის უპრეცედენტო შეთანხმების მიღწევისკენ ნამდვილი პროგრესი აჩვენა და მიუხედავად იმისა, რომ იმედი ომის თავიდან აცილება იყო, ომი არ უნდა ნიშნავდეს მშვიდობის იმედის ჩაქრობას. მე კვლავ მჯერა დიპლომატიის ძალის ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად,“ - აცხადებს ბადრ ალბუსაიდი, რომელმაც კვირას, თავის ირანელ კოლეგასთან, აბას არაყჩისთან სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტისკენ
მოწოდება გამოხატა.

27 თებერვალს, ირანზე თავდასხმის წინა დღეს, ალბუსაიდმა განაცხადა: „დღე მნიშვნელოვანი პროგრესით დავასრულეთ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში.“ ომანის მინისტრმა მაშინ განაცხადა ასევე, რომ მომავალ კვირაში ვენაში გაიმართებოდა „მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე.“ მოლაპარაკება, რომელიც ალბუსაიდმა ახსენა, სავარაუდოდ, გაუქმებულია.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *