ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ ("კონსერვატორები საქართველოსთვის“) დამფუძნებელმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ბიზნესმენმა კოკა მორგოშიამ დღეს განაცხადა, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სურდა მისი პარტიის ტელევიზიის წილის შესყიდვა, თუმცა უარით გაისტუმრა, რის გამოც მასთან კონფლიქტი ჰქონდა.