Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

დეტროიტის გარეუბანში, სინაგოგაში უსაფრთხოების ძალებმა ერთი პირი მოკლეს

0

პოლიციის ცნობით, 12 მარტს, აშშ-ში დეტროიტის (მიჩიგანი) გარეუბანში, სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა..დაუდგენელი თავდამსხმელი მკვდარია მას შემდეგ, რაც სინაგოგაში საკუთარი მანქანით შევარდა და ხანძარი გააჩინა, იტყობინება პოლიცია. ცნობით, “ტემპლ ისრაელის” სინაგოგაზე თავდამსხმელი მოკლეს უესტ ბლუმფილდში.პოლიციამ ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ დაადასტურა, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა არავინ დაშავებულა.

„ტაძარში სულ მცირე ერთი ადამიანი მივიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოკლენდის ოლქის შერიფმა მაიკლ ბუშარმა. „ის შენობაში შეიჭრა, დერეფანში გაიქცა და დაცვამ მას ცეცხლი გაუხსნა“, - თქვა ბუშარმა. „ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რამ მოკლა, მაგრამ დაცვამ ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნა“.

ტელევიზიით გადაღებულ კადრებში ჩანს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დიდი რაოდენობა სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე.შენობაში ხანძრის მსგავსი კვამლი ჩანდა.ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა თავდაპირველად სინაგოგაში მანქანა შეაჯახა.

შერიფმა განაცხადა, რომ სამართალდამცავიორგანოები ირანთან აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან - თითქმის ორი კვირაა, მაღალ მზადყოფნაში არიან.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *