Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

კუბაში დემონსტრანტებმა დაარბიეს კომუნისტური პარტიის ოფისი

0

14 მარტის ღამეს ელექტროენერგიის ხშირი გათიშვებითა და საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეთა ჯგუფი თავს დაესხა კუბის კომუნისტური პარტიის ოფისს ქალაქ მორონში, რომელიც კუბის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
როგორც საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები გადმოსცემენ, მანამდე ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია სურსათზე ფასების ზრდისა და ენერგეტიკული კრიზისის გამო.
კუბის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულია ხუთი ადამიანი.
სახელმწიფო გაზეთი Invasor იუწყება, რომ დემონსტრაცია „მშვიდობიანად დაიწყო“, თუმცა შემდეგ „ვანდალიზმის აქტებში“ გადაიზარდა.
„ადამიანების მცირე ჯგუფმა შენობას ქვები დაუშინა, შემდეგ კი ქუჩაში გამოიტანა და ცეცხლი წაუკიდა ავეჯს, რომელიც შენობის ვესტიბიულში იდგა“, — ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმა განხორციელდა რამდენიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაზეც, მათ შორის აფთიაქსა და მაღაზიაზე.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან ადამიანები ქვებს კომპარტიის ოფისის ფანჯრებს და ყვირიან „თავისუფლება!“, ქუჩის შუაში კი დიდი კოცონი ანთია.
კუბის შს სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს „ვანდალიზმის აქტების“ გამოძიება.
ბოლო თვეებში კუბა მწვავე ენერგეტიკულ და სასურსათო კრიზისს განიცდის. კუნძულზე ხშირად ითიშება ელექტროენერგია და იზრდება წამლებისა და საკვების ფასები. ამ პრობლემების გამო ზარალდება ისეთი ძირითადი საზოგადოებრივი სამსახურებიც, როგორიცაა საავადმყოფოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ნარჩენების შეგროვება-გატანის სისტემა.
14 მარტს კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა გამოაცხადა, რომ აშშ-თან ჰქონდა მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის უთანხმოების მოგვარებას.
დიას-კანელმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ვაშინგტონის ენერგეტიკული ბლოკადის გამო ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში ნავთობი არ შესულა.
უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუნძულის
„მეგობრული ოკუპაციის“ შესაძლებლობაზე ისაუბრა. მან ასევე ივარაუდა, რომ კუბის მთავრობა „მალე დაეცემა“.

2026 იანვრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელიც ტარიფებს აწესებს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აწვდიან კუბას ნავთობს. თეთრმა სახლმა შემდეგ განაცხადა, რომ კუბის რეჟიმი ალიანსს ინარჩუნებს მრავალ მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან და ბოროტად განწყობილ სუბიექტთან, რომელთა სამხედრო და სადაზვერვო ძალები მის ტერიტორიაზეა განთავსებული. მაგალითად, აშშ-ის მხარემ მოიყვანა ის ფაქტი, რომ კუბაში მდებარეობს რუსეთის უდიდესი უცხოური ელექტრონული სადაზვერვო ცენტრი, რომელიც დაკავებულია „კლასიფიცირებული ინფორმაციის მოპარვით“, რაც საფრთხეს უქმნის აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოებას.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *