Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

„არაფერიც არ იმუშავებს“: როგორ უმკლავდებიან მოსკოვსა და რეგიონებში ინტერნეტის გათიშვას

0
უკვე ერთ კვირაზე მეტია, მოსკოვის მოსახლეობა უჩივის მობილური კავშირისა და ინტერნეტის ფართომასშტაბიან გათიშვას. სამხრეთის ადმინისტრაციული ოკრუგის მაცხოვრებლებმა პირველებმა განაცხადეს მასობრივი გათიშვის შესახებ, ამის შემდეგ - ცენტრალური ადმინისტრაციული ოკრუგის მაცხოვრებლებმა. ამჟამად ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ცნობები მოდის ყველა 12 ოკრუგიდან, რომელთაგან ზოგიერთის ხელისუფლება ბლოკავს საშინაო ქსელებსა და მობილურ მომსახურებას.
რუსეთის რეგიონებში მოსკოველების საჩივრები თანაგრძნობას არ იწვევს: „ჩვენ დიდი ხანია ასე ვცხოვრობთ“.


„"თეთრი სიაც" დაბლოკილია“Wildberries-ის თანახმად, რომელსაც იმოწმებს Business FM, მოსკოვში საყოფაცხოვრებო რადიოებზე მოთხოვნა გაიზარდა 27%-ით, პეიჯერებზე - 73%-ით და სტაციონარულ ტელეფონებზე - მეოთხედით. ასევე სწრაფად იზრდება მოთხოვნილება ჩაშენებული VPN-ებით აღჭურვილ პორტატიულროუტერებზე. ამასობაშიროუტერებიც გაძვირდა - შარშან მათი ფასი 10000-დან 15000 რუბლამდე მერყეობდა, ახლა კი 25000-დან 50000-მდეა.
„მესოკოლნიკიში ვცხოვრობ და საერთოდ არ მაქვს ქსელი, ჩემი ტელეფონიც კი „მხოლოდ გადაუდებელი ზარების“ რეჟიმზე გადავიდა“, ამბობს მოსკოველი დიზაინერი ალინა. „ფრილანსერი ვარ და, ფაქტობრივად, ვერ ვმუშაობ ინტერნეტის გარეშე, სტაბილური და მაღალი სიჩქარის კავშირი მჭირდება. კაფეები არ არის ჩემთვის საკმარისი. ორი დღე ვიხეტიალე, სანამ კარგკოვორკინგისსივრცეს ვიპოვიდი. კლიენტისთვის ფასდაკლება მომიწია, ვინაიდან დათქმულ ვადამდე ვერ შევასრულე საქმე“.
მისი თქმით, პირველივე დღეს სცადა თავისი პროვაიდერის, „ბილაინის“, შეცვლა „მეგაფონით“, მაგრამ ამან არ უშველა.
„ნათელი გახდა, რომ გათიშვა შეეხო მთელს „დიდ ოთხეულს“ - MTS-ს, „ბილაინს“, „მეგაფონსა“ და Tele2-ს. და ეს ოპერატორზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ გეოგრაფიაზე. ჩემი მეგობარი ცხოვრობს მოსკოვის წრიული გზის გარეთ,ზელენოგრადის გარეუბანში“, ამბობს ალინა.
Sibir.Realii-ს თანამოსაუბრეთა ცნობით, მოსკოვში მობილური ინტერნეტი ამჟამად ყველგან დაბლოკილია - მოსკოვის ცენტრში, საცხოვრებელ უბნებსა და საქმიან კვარტლებში. კავშირი არის მოსკოვის წრიული გზის ფარგლებში.
„თუკი 5 და 6 მარტს ე.წ. „თეთრი სია“ (იმ უსაფრთხო რესურსების სია, რომელთა შესახებაც ხელისუფლება პირობას დებს, რომ არ დაბლოკავს - რედ.) ჯერ კიდევ მუშაობდა - „გოსუსლუგი“, „ვკონტაკტე“, რუსეთის რკინიგზის ვებსაიტი და ავიაბილეთების შესაძენი რესურსები, 7 მარტიდან უკვე ყველაფერი გათიშულია. ინტერნეტზე წვდომა უბრალოდ შეუძლებელია. მეტროში ჩადიხარ და მატარებლებში შეგიძლია „დაიჭირო“ შეტყობინებებიმესინჯერებში და ა.შ. სადგურებში ყველაფერი გათიშულია, დაბლოკილია,“ ამბობს ოფისის თანამშრომელიდმიტრი. „და რაც უფრო ახლოსაა ცენტრთან, მით უფრო დადუმებულია!“
სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები და სახელმწიფო დუმის დეპუტატები ადასტურებენ, რომ სამსახურში არა აქვთ მობილური ტელეფონის სერვისი ან ინტერნეტი. ზარების ნაცვლად ისინი „ფეხით მიდიან და საუბრობენ“. „დოკუმენტებს სადენიანი ინტერნეტით ვტვირთავთ, დეპუტატებს აქვთ საძიებელი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული კოლეგის ოფისის ადგილმდებარეობის შესახებ. იქ ფეხით მივდივართ და ვსაუბრობთ. როგორც იტყვიან, მობილური კომუნიკაციების გამოყენების გარეშე“, ამბობს ანდრეისვინცოვი, სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომლის განცხადებები ინტერნეტის შეზღუდვებთან დაკავშირებით ქსელში ყოველთვის იწვევს ყველაზე მწვავე და უარყოფით რეაქციებს.
იმავე დეპუტატმა განაცხადა, რომ იგეგმება ინტერნეტის „თეთრი სიების“ გაფართოება მომდევნო ორ-სამ კვირაში. მისი თქმით, ისინი უნდა მოიცავდეს იმ სერვისების უმეტესობას, რომლებსაც რუსები ყოველდღიურად იყენებენ, მათ შორის საბანკო აპლიკაციებს, სავაჭრო პლატფორმებს და ელექტრონულ ფოსტას. გარდა ამისა, ის ამტკიცებს, რომ სამიდან ექვს თვეში „როსკომნადზორს“ ექნება ტექნიკური შესაძლებლობა, სრულად შეზღუდოს ან დაბლოკოს ნებისმიერი VPN-ტრაფიკი. მისი პროგნოზით,ტელეგრამსაც იგივე ბედი ელის: „ტელეგრამიც შენელდება VPN-ის მიუხედავად. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველა უბრალოდ ჩამოტვირთავს VPN-ს და გააგრძელებსმესინჯერის გამოყენებას, სასწრაფოდ უნდა გაგიცრუოთ იმედი... „როსკომნადზორს“ შეუძლია ყველაფრის თვალყურის დევნება.ტელეგრამივერავის მოატყუებს - არაფერიც არ იმუშავებს“.
რუსეთის დედაქალაქში ინტერნეტის შეზღუდვების თაობაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის პრესმდივანმადმიტრიპესკოვმაც: „ყველა გათიშვა და კომუნიკაციის შეზღუდვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის მკაცრი დაცვით. ამ საკითხზე ინფორმაცია წინასწარ იქნა მიწოდებული. თქვენ საშუალება გქონდათ, გასცნობოდით კანონებს, რომლებიც ახლახან იქნა მიღებული ამასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ალბათ უკავშირდება ყველაზე მნიშვნელოვან აუცილებლობას - უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. მან ბიზნესისთვის წარმოქმნილ პრობლემებს, რომლებიც შეზღუდვების გამო წარმოიშვა, უწოდა „დამატებითი ანალიზის საგანი“. როდესაც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მოსკოვის ცენტრში კომუნიკაციის შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაზე,პესკოვმა თქვა, რომ ისინი „სტაციონარულ ტელეფონებს იყენებენ“.
მაგრამ ასეთი განცხადებები მოსკოველებისთვის ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი. მათი აზრით, ჩინოვნიკებსა და დეპუტატებს, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით, ცოტა რამ აქვთ დასაკარგი.
„მათ ჰყავთ სიგნალით აღჭურვილი მანქანები, ჩვენ კი არც ტაქსის გამოძახება შეგვიძლია და არც მანქანის გაზიარების შეკვეთა. 6 მარტს სამსახურში ერთი საათით დავაგვიანე (!), რადგან თავიდან მანქანის გამოძახება ვერ შევძელი. დიახ, "იანდექს-ტაქსის" აქვს ღილაკი ნაღდი ფულით გამოძახებისა და შეკვეთისთვის, მაგრამ მე უკვე ცენტრში ვიყავი - იქ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ იყო. ამიტომ ვიმგზავრე გარეუბნის მატარებლით, შემდეგ მეტროთი და მერე თითქმის ორი კილომეტრი გავიარე ჩვენს საწყობამდე, ვინაიდან სკუტერის ქირის გადახდაც კი შეუძლებელია!“ - ამბობს მაქსიმიზელენოგრადიდან.
სხვათა შორის, ITAR-TASS-ის ტელეგრამის არხმა „ტასოვკამ“ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში სკუტერის დაქირავება ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება SMS-ის საშუალებით.
Sibir.Realii-ს თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ინტერნეტის სერვისი მეტროშიც კი შერჩევითია, ვინაიდან ზოგიერთ ხაზზე თეთრი სია შემოიღეს. ბარათით გადახდა ყოველთვის არ არის შესაძლებელი ინტერნეტის და სიგნალის არარსებობის გამო.
„ჩვენს სავაჭრო ცენტრს არა აქვს ერთიანი Wi-Fi ქსელი. ჩვენი კაფე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მობილურ ინტერნეტზე დამოკიდებული და ეს საკმარისი იყო ტერმინალის მეშვეობით გადახდისთვის“, ამბობს სვეტლანა, ყავის მაღაზიის მფლობელი. „ახლა მძევლები ვართ - როდესაც წლის ბოლოს გათიშვა დაიწყო და ხელისუფლება „გაფრთხილებას“ შეუდგა ბლოკირების შესახებ, გადავწყვიტეთ, QR კოდით ანგარიშსწორებაზე გადავსულიყავით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მომხმარებლებს ქსელი სჭირდებათოფლაინგადახდის ჩასართავად, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. შემდეგ გამოიყოფა შეზღუდული რაოდენობის კოდები თანხის ლიმიტით. ამის შემდეგ ისევ ქსელი გჭირდებათ. რაც, როგორც გესმით, კაფედან ნახევარი კილომეტრის რადიუსში არ არის ხელმისაწვდომი. ამ დღეებში შემოსავლების სერიოზულ, მართლაც სერიოზულ ვარდნას განვიცდით. ჩვენგან ნახევარზე მეტს არა აქვს ნაღდი ფული. ხალხი უბრალოდ გადაეჩვია. თუ მარტის ბოლომდე ასე გაგრძელდა, უკვე აპრილისთვის გავკოტრდებით.
„კომერსანტის“ ცნობით, დედაქალაქში ბიზნესებისთვის შეზღუდვების მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში მიყენებული ზიანი 3-დან5 მილიარდ რუბლამდეა შეფასებული.


„ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ“რეგიონების მაცხოვრებლები, მოსკოველებისგან განსხვავებით, უკვე გასული წლიდან ცხოვრობენ ბლოკირების პირობებში.
„ახლა მაინც იგრძნობენ ჩვენს ტკივილს,“ ამბობს ნატალია ირკუტსკის ოლქიდან. „ივნისში ჩვენი ინტერნეტი შენელდა, წლის ბოლოს სრული ბლოკადა იყო და ახლა სიტუაცია ისეთია, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ რამდენიმე დღით ან კვირით ჩვენი დაბლოკვა. და მაშინაც კი, როცა ქსელი მუშაობს, სიჩქარე ძალიან დაბალია - ვიდეოს ან აუდიოს გაგზავნა არ შეგვიძლია. მხოლოდ ტექსტი აღწევს. ზოგჯერ რამდენიმე საათი სჭირდება - გააჩნია, როგორ გაგიმართლებს.ტელეგრამშიპატარა წრიული სიმბოლო შეიძლება თანამოსაუბრესთან რამდენიმე დღეში მივიდეს. მაგრამ ახლა მობილური ქსელი მუშაობს და ჩემს დებს, რომლებსაც ჯანმრთელობა არ უვარგათ და მეთვალყურეობა სჭირდებათ, ასე ვურეკავ.
მისი სიტყვებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქსელი არ გაუთიშავთ, მაგრამ ინტერნეტის სიჩქარე ეცემოდა.
„ჩემი ძმისშვილი ირკუტსკში ტაქსიზე მუშაობს. როდესაც ბლოკირება იყო და გეოლოკაცია არ მუშაობდა, გამოძახებებთან დაკავშირებით არეულ-დარეულობა იყო. მან გარკვეული ხნით მიატოვა კიდეც ეს სამსახური. ძალიან პანიკაში იყო. ჩემი მეგობრები, რომლებიც აეროპორტში გვიან ჩამოდიოდნენ, წინასწარ უთანხმდებოდნენ ნაცნობებს. ან ცაში ავარდნილ ფასებზე დათანხმება უწევდათ,“ ამბობს ნატალია. „არა მხოლოდ პენსიონერებმა დაიწყეს ნაღდი ფულის ტარება. სკუტერები და მეტრო არც ადრე გვქონია და არც ახლა გვაქვს. თითქოს მესამე მსოფლიო ომისთვის გვამზადებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მზად ვართ - ნაღდი ფული მოვიმარაგეთ (თუმცა მთლად უპრობლემო არაა ფულის გამოტანა ბანკებიდან, რომლებმაც ბევრი ფილიალი დახურეს), ბენზინი და სასურსათო პროდუქტებიც ვიყიდეთ. ახლა განებივრებული მოსკოველების ჯერია, რომ მოემზადონ.
Sibir.Realii-ს სხვა თანამოსაუბრეებიც არ მალავენ გარკვეულ ნიშნის მოგებას დედაქალაქში ინტერნეტის გათიშვის გამო.
„თებერვლის პირველი ნახევარი ასე გავატარეთ და არ დავმდნარვართ“, ამბობს ელენა სარატოვიდან. „მთელი სარატოვი და მეზობელი ენგელსი გათიშული იყო. იგივე იყო იაროსლავისა და ვლადიმირის ოლქებში. ტაქსის გამოძახება უბრალოდ შეუძლებელი იყო - ქსელი არ არსებობდა, ხოლო ტელეფონის ხაზები - ისინი ხომ დიდი ხანია, არ არსებობდა. სწრაფად დავიწყეთ ნაღდი ფულის გამოტანა, რადგან ტერმინალები გათიშული იყო. სხვათა შორის, ყველაზე დახვეწილი ბანკომატებიც კი არ მუშაობდა. ფაქტობრივად, გასულ საუკუნეში დავბრუნდით. ვფიქრობთ, ამ გაზაფხულზე ისევ დავიწყოთ აგარაკზე კარტოფილის დათესვა. ყოველი შემთხვევისთვის.


პირდაპირი განკარგულება2026 წლის 20 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს ტელეკომუნიკაციების ოპერატორებს,ფსბ-ს მოთხოვნით შეაჩერონ მომსახურება. ამასთან, ხელისუფლებამ ოპერატორები გაათავისუფლა მომხმარებლების წინაშე პასუხისმგებლობისგან, თუ გათიშვა სპეცსამსახურის მოთხოვნით არის გამოწვეული. სახელმწიფო დუმამ 17 თებერვალს მიიღო კანონი, ხოლო ფედერაციის საბჭომ ის მეორე დღეს დაამტკიცა.
24 თებერვალსფსბ-ს კოლეგიის სხდომაზე პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების „ანტიტერორისტული დაცვის“ გაძლიერება მზარდი „ტერორისტული საფრთხეების“ ფონზე.
2026 წლის 1 მარტიდან „როსკომნადზორმა“ მიიღო უფლება, საგანგებო სიტუაციებში, კერძოდ, „მასშტაბური კიბერშეტევების, ქვეყნის შიგნით ან უცხოელ პროვაიდერებთან საზღვარზე ქსელის მნიშვნელოვანი შეფერხებების შემთხვევაში, შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ინტერნეტის საერთაშორისო სეგმენტზე წვდომა“.
ჯერ კიდევ 6 მარტს ოთხმა დიდმა ოპერატორმა მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილებაში მიუთითა „უსაფრთხოების ზომებზე“. მათ აღიარეს, რომ არ შეუძლიათ ვითარებაზე გავლენის მოხდენა და არ იციან, როდის აღდგება კავშირი. Tele2-მა განაცხადა „უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული შეზღუდვების“ შესახებ, „ბილაინმა“ - „გარე შეზღუდვების“, ხოლო „მეგაფონმა“ - ქსელის სტაბილური მუშაობის შესახებ. „კომერსანტის“ წყაროებმა ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ამავე დროს განაცხადეს, რომ ოპერატორებმა მიიღეს პირდაპირი ბრძანება ქალაქის გარკვეულ რაიონებში მობილური ინტერნეტის შეზღუდვის შესახებ.
მოსკოველების ჩივილზე ზარალის შესახებ, რომლის კომპენსაციაზეც ოპერატორები უარს ამბობენ, „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ მოსკოვის ცენტრში კომუნიკაციისა და მობილური ინტერნეტის შეფერხების შესახებ კითხვები უნდა გადაეცეს ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს.
ამასობაში „კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის“ თემას მიეძღვნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან კიდევ ერთი ოპერატიული შეხვედრა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა გამართა 13 მარტს. ზოგიერთი ექსპერტი ამას უკავშირებს 10 მარტს ბრიანსკის სამხედრო საწარმო „კრემნიელზე“ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე რუსული რაკეტების მართვის სისტემების წარმოება იყო. დარტყმა განხორციელდა ბრიტანული რაკეტებით „Storm Shadow“.














Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *